სუს-მა აფეთქების შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

სუს-მა აფეთქების შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

რამდენიმე დღის წინ, რუსთაველი გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე #ნუმომკვალ, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც "აიპრესს" სუს-ში განუცხადეს, "ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს".

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

"მე და ჩემ რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აგვეფეთქებინა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო".

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

3 საათის წინ

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  პირველი ნაწილით დაიწყო. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207