ბრიტანეთის პრემიერი რუსეთის მონაწილეობით ''დიდი რვიანის'' ფორმატის აღდგენას გამორიცხავს

ბრიტანეთის პრემიერი რუსეთის მონაწილეობით ''დიდი რვიანის'' ფორმატის აღდგენას გამორიცხავს

ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

„არსებობს ძალიან მკაფიო ახსნა იმისა, თუ რატომ არ უნდა გახდეს „დიდი შვიდეული“ G8“,-ციტირებს სააგენტო Reuters-ი ტერეზა მეის განცხადებას.
მან გაიხსენა, რომ რუსეთი ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ სამიტზე აღარ მიიწვიეს.
"ნებისმიერი დისკუსია, უნდა დაუბრუნდეს თუ არა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას, შეუძლებელია, თუ ის (რუსეთი) მოქმედების კურსს არ ცვლის", - დასძინა მეიმ.

ყირიმის ანექსიის გარდა, ტერეზა მეიმ სოლსბერიში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და დასძინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს კითხვები რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ლონდონში მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. 

კიშინიოვში დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგების აღიარების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

კიშინიოვში დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგების აღიარების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

1 წუთის წინ

საინფორმაციო სააგენტო Infotag ასევე წერს, რომ აქციაში ათობით ათასი მომიტინგე მონაწილეობდა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, კიშინიოვის მერის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 3 ივნისს შედგა, ოპოზიციური პარტია "პლატფორმის" თავმჯდომარემ ანდრეი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207