ფოთში ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო

ფოთში ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო

ფოთში, ზღვის სეზონი ოფიციალურად, ზღვის წყლის სინჯების გამოკვლევის შემდეგ გაიხსნება - ამის შესახებ „აიპრესს“ ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა, გია რუხაძემ განუცხადა. 

ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი ფოთში დღეს დაიწყო, ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლებმა საანალიზოდ, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს. ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგები დაახლოებით ათ დღეში გახდება ცნობილი.

"ლაბორატორიული კვლევის ცენტრის თანამშრომლების მიერ აღებულ იქნა მიმდინარე სეზონის პირველი სინჯები, გამოკვლევები ჩატარდება ტრადიციულად 5 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად თვეში ორჯერ ორი კვირის ინტერვალით. გამოკვლეული იქნება აღებული ნიმუშები, როგორც მიკრო ბიოლოგიურ ასევე ბაქტეროლოგიურ მაჩვენებლებზე . პირველი ნიმუშების წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება 3-5 დღეში, საბოლოო შედეგები კი 10 დღეში. ამის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნება ზღვის სეზონი, ჩვენთან მობრძანებულ სტუმრებს წარმატებულ დასვეებას ვუსურვებ", - აღნიშნა გია რუხაძემ.

ქუთაისში ნიკა წულიკიძის იგავარაკების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი დაიდგა

ქუთაისში ნიკა წულიკიძის იგავარაკების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი დაიდგა

1 საათის წინ

14 იგავარაკის მიხედვით შექმნილ სპექტაკლში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. სპექტაკლი მარინა მარჯანიშვილის რეჟისორობით დაიდგა.

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207