გორში "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

გორში "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

12 ივნისს, გორის კულტურის ცენტრში გაიმართა კანონის პროექტის განხილვა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესთან და მუხრან შამათავასთან ერთად დაესწრო. 

შეხვედრა გახსნა და სტრატეგიის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ქალაქის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამინისტროს წარმომადგენლები და სპორტის სფეროში დასაქმებული პირები შიდა ქართლის რეგიონიდან. ამ დრომდე, მინისტრმა “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“კანონი, პარლამენტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. 

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია და გზამკვლევი. პრეზენტაციას წარუძღვნენ სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი სპეციალისტი სოფიკო ბურდული. 

საჯარო კონსულტაციები ეწყობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. შეხვედრები გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიასა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვისა და საჯარო კონსულტაციების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: cultureandsports.gov.ge.

მიხეილ გიორგაძე:“ მოგეხსნებათ, გორს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს სპორტულ რუკაზე. შესაბამისად, აქ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები არის საინტერესოც და გამოსაყენებელიც. მადლობა მინდა ვუთხრა დისკუსიაში ჩართულ ადამიანებს. იცით რომ ეს პროცესი შედგა ქვემო ქართლში და კახეთში და ივლისის ბოლომდე მოვიცავთ მთელ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ მივიღებთ ოპტიმალურ დოკუმენტს, რომელიც სპორტის განვითარებას წაადგება“. 

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

11 საათის წინ

ოთხი მოქალაქე კი მესამე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარვები გაშალეს.  მათი განცხადებით, პოლიციამ მოსთხოვა შენობა დაეტოვებუნათ, რადგან ეს კანონდარღვევა იყო, წინააღმდეგ შემთცვევაში ძალით დაატოვებინებდნენ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273