ამერიკელი სენატორი: რუსეთი ''დიდ რვიანს'' არ უნდა დაუბრუნდეს

ამერიკელი სენატორი: რუსეთი ''დიდ რვიანს'' არ უნდა დაუბრუნდეს

რუსეთი „დიდ რვიანს“ არ უნდა დაუბრუნდეს, რადგან იგი "საბჭოთა ბოროტებით" ცხოვრებას განაგრძობს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა რესპუბლიკელთა პარტიიდან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ლინდსი გრემმა ABC News- ის ეთერში განაცხადა.

"საბჭოთა კავშირი შეიძლება დაინგრეს, მაგრამ ბოროტება, რომელიც მას აერთიანებს, პუტინის რუსეთში ცხოვრობს. ის [რუსეთის პრეზიდენტი] ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი არ არის; ის მთელს მსოფლიოში დემოკრატიას ანადგურებს და ამის გაკეთებას ჩვენს შემოგარენში ცდილობს", - განაცხადა გრემმა.

ეს განცხადება სენატორმა იმ ფაქტის ფონზე გააკეთა, რაც 8 ივლისს კვებეკში გამართულ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამგვარი მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის მონაწილეობა აუცილებელია. დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ "სასარგებლო იქნება, თუ რუსეთი „დიდ რვიანს“ დაუბრუნდება".

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

4 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207