სააკაშვილი საქართველოს პროკურორად და მოსამართლეებად ბრიტანელ და ამერიკელ იურისტებს ითხოვს

სააკაშვილი საქართველოს პროკურორად და მოსამართლეებად ბრიტანელ და ამერიკელ იურისტებს ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურორად და მოსამართლეებად ბრიტანელ და ამერიკელ იურისტებს ითხოვს. შესაბამის მიმართვას საააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს "მთავრობა" აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

"პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს.ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქართველოს "მთავრობა" აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით.

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ",-წერს სააკაშვილი. 

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

14 წუთის წინ

"მე არ მინდა რომ გავაჟღერო წინასწარ კითხვები და წინასწარ მოვამზადო დასაბარებელი პირები. კომისიის სხდომაზე ისეთი კითხვები დაისმება და ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც თქვენ პირველი რეაქცია გექნებათ გაკვირვების. როგორ შეიძლება, რომ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167