ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სამოქალაქო სექტორის ჩრდილოვან ანგარიშებს მოუსმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სამოქალაქო სექტორის ჩრდილოვან ანგარიშებს მოუსმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში პირველად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ე. წ. ჩრდილოვან ანგარიშებს მოუსმინეს. სოფო კილაძის განცხადებით, ამ ნაბიჯით, კომიტეტი მნიშვნელოვან პრეცენდენტს ქმნის საპარლამენტო პრაქტიკაში, რაც პარლამენტის ღიაობის და ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას ემსახურება. ინფორმაციას პარლმაენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მიმაჩნია, რომ ალტერნატიული ანგარიშების საპარლამენტო პლატფორმის შეთავაზება მნიშვნელოვანი გზავნილია კომიტეტის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვის თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, კომიტეტის ამ ინიციატივით, ძალიან კარგ პრაქტიკას ჩავუყრით საფუძველს საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი ანგარიშები წარმოადგინეს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ასევე ადამიანის უფლებათა სხვადასხვა მიმართულებებზე.

 

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

25 წუთის წინ

როგორც იურისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, გარდა ადგილობრივი წარმოების შეფერხებისა, მსგავსი კანონის არარსებობამ სერიოზული კითხვები გაუჩინოს ინვესტორებსაც. ამას ემატება კიდევ უფრო დიდი თავსატეხი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ უხარისხო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172