დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო პოლიგონის განადგურებას ადასტურებს

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო პოლიგონის განადგურებას ადასტურებს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობამ პოლიგონი გაანადგურა, სადაც რაკეტებს ცდიდნენ. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეა ასევე რაკეტებს გაანადგურებს,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"კიმ ჩენ ინმა მითხრა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე გაანადგურა ძირითადი პოლიგონი, რომელიც რაკეტის გამოცდისთვის გამოიყენებოდა", - განაცხადა ტრამპმა.
მან ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ეს დიდი საქმეა. რაკეტებს, რომელსაც ისინი ცდიდნენ, ძალიან მალე გაანადგურებენ ", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს ფანტასტიკური უწოდა.

ლიდერების მოლაპარაკებები სინგაპურის კუნძულ სენტოსზე გაიმართა. მათი შეხვედრა კი ხელის ჩამორთმევით დაიწყო. ლიდერების მოლაპარაკებებს პირისპირ შეხვედრა უძღოდა წინ. ამ შეხვედრას, ლიდერების გარდა, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით. მოლაპარაკებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს.

თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

14 წუთის წინ

"მე ზრდილობიანად წამოვედი" - წერს სანდერსი. "მისი საქციელი მასზე ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩემზე. მე ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს პატივისცემით მოვექცე, თუნდაც რომ არ ვეთანხმებოდე მათ და ასე ვაპირებ განვაგრძო", - დაამატა პრესმდივანმა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207