გურჯაანში, სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

გურჯაანში, სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დილიდან მიმდინარეობს სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც მერიის ყველას შესაბამისი სამსახურია ჩართული.

გაიწმინდა ქალაქ გურჯაანში თავისუფლების ქუჩა, „კოტეხის ხევი“, „ნავთის ხევი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასევე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა სოფლებში - კარდენახში, ვეჯინში, ჭანდარსა და ძირკოკში.

ამ ეტაპზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გურჯაანში, კომპანია “Black sea group”-ის დახმარებით, ხევისუბანში ეკლესიიკენ მიმავალ გზა, ჭარბი ნალექის შედეგად მოტანილი ქვა-ღორღისგან იწმინდება. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ კალაურშიც, რომელშიც ხვალ დამატებითი ტექნიკა ჩაერთვება. სტიქიამ ბაკურციხეშიც შექმნა პრობლემები, ჭარბი ნალექის გამო წყლის დონე ამ დრომდე მომატებულია და მისი დაკლებისთანავე დაიწყება სამუშაოები.

გუშინ გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხევები ადიდდა და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

45 წუთის წინ

ამ ეტაპზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის- ცენტრმა სამუშაოები რამდენიმე პრობლემურ ქუჩაზე დაასრულა.  სოხუმის, თბილისის, გაპონოვის...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452