The Wall Street Journal: ტრამპის ქალიშვილმა და მისმა მეუღლემ ათობით მილიონი დოლარი გამოიმუშავეს

The Wall Street Journal: ტრამპის ქალიშვილმა და მისმა მეუღლემ ათობით მილიონი დოლარი გამოიმუშავეს

სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილის ივანკასა და მისი მეუღლის, ჯარედ კუშნერის ქონება ათობით მილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი და სიძე, ტრამპის ადმინისტრაციაში მრჩევლების თანამდებობებს იკავებენ.
ამ თვალსაზრისით, ისინი ვალდებულნი არიან, დანარჩენ ჩინოვნიკებთან ერთად მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემები წარმოადგინონ.
გამოცემის თანახმად, ივანკა ტრამპისა და მისი მეუღლის აქტივების საერთო ღირებულებამ 2017 წლის ბოლოს $ 229 მილიონიდან $ 786 მლნ-მდე შეადგინა.
მანამდე, ეს მონაცემები $ 203 მილიონიდან $ 740 მილიონამდე მერყეობდა. ასე რომ, წელს მათი შემოსავალი, სხვადასხვა მონაცემებით, 20 მილიონი დოლარიდან 40 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც გამოცემა the Guardian წერს, გასულ წელს, რუსეთის საკითხებში სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯარედ კუშნერის საქმიანობის შესწავლა დაიწყო კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის ელჩს ვაშინგტონში, სერგეი კისლიკს შეხვდა. თუმცა, საკმარისი მტკიცებულებები ვერ იპოვეს. 

გამოკითხვა: ემანუელ მაკრონის რეიტინგი მისი საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მინიმუმამდე დაეცა

გამოკითხვა: ემანუელ მაკრონის რეიტინგი მისი საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მინიმუმამდე დაეცა

14 წუთის წინ

როგორც სოციოლოგებმა აღმოაჩინეს, ივნისში, გამოკითხულთა მხოლოდ 40% -ია კმაყოფილი საფრანგეთის ხელმძღვანელის მუშაობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ემანუელ მაკრონის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და მინიმალურ ზღვარს...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207