მეშახტე: 30 წელია შახტში ვმუშაობ, თავიდან ემოცია გამძაფრებული გაქვს, მერე ეჩვევი...

მეშახტე: 30 წელია შახტში ვმუშაობ, თავიდან ემოცია გამძაფრებული გაქვს, მერე ეჩვევი...

მალხაზ ლაფერაძე 30 წელზე მეტია ტყიბულის შახტში მუშაობს. ამბობს, რომ დღეს მისი სამუშაო დღე ჩვეულებრივია და ემოციებს აღარ განიცდის, თუმცა თავიდან ძალიან გაუჭირდა.

მეშახტე იმასაც ყვება, რომ საწარმოო ტრავმაც აქვს მიღებული, მაგრამ საბედნიეროდ იმ სიმძიმის არ აღმოჩნდა, რომ მუშაობა ვეღარ გაეგრძელებინა. ამბობს, რომ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის დანერგვა უკეთესია, თუმცა ბოლომდე დაცულობის განცდას არ უჩენს და აღნიშნავს, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებელი თავად მეშახტეა.

„ყოველდღიურად შახტში ჩასვლა აღარ არის რთული ჩემთვის, რადგან შეჩვეული ვარ. როდესაც ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, მაშინ რა თქმა უნდა რთული იყო, როდესაც ჩადიხარ მიწისქვეშ, სიღრმეში დახურულ სივრცეში, მაგრამ ახლა უკვე მიჩვეული ვარ და ჩვეულებრივი დღე და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

30 წელზე მეტია, რაც შახტში ვმუშაობ, 1981 წელს დავიწყე მუშაობა, შემდეგ ჯარში ვიყავი და 1985 წელს დავბრუნდი ისევ. პოზიცია რამდენჯერმე შევიცვალე.  როდესაც გამოცდილ ხალხთან მუშაობ თავს უკეთესად გრძნობ. უსაფრთხოებას რაც შეეხება, არც ეს ტექნიკა და არც ის ტექნიკა არ გაძლევს დაცულობის განცდას, ეს შენში უნდა იყოს. შენი თავი შენ უნდა გქონდეს და შენ ხარ შენს თავზე პასუხისმგებელი. უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები უკეთესია, მაგრამ ბოლომდე ვერ დაგიცავს.

დღეში 6 საათიანი გრაფიკი გვაქვს, 4 დღე ვმუშაობთ, მერე ვისვენებთ. ამ წუთას ბრიგადაში ოთხნი ვართ, ისე შეიძლება მეტიც ვიყოთ, ზოგჯერ 7-8-ც ვართ ხოლმე, მაგრამ ახლა ზოგი შვებულებაშია.

შიშს რაც ეხება, შენს თავს შენ უნდა მოუარო. ეს ემოციური მომენტიც არის. ახალდაწყებულს უფრო გამძაფრებული გაქვს ემოცია, მე დიდი ხანია, რაც აქ ვმუშაობ და ყველაფერს ვარ მოსწრებული. კრიტიკულ სიტუაციაშიც ვყოფილვართ. ისეთ ვითარებაშიც აღმოვჩენილვარ, როდესაც მოწყვეტილა მასა და ზურგზე დამცემია. ტრავმაც მიმიღია, უბრალოდ ეს ტრავმა მძიმე არ ყოფილა. ტრავმებისას კომპანია გვეხმარება, გვაქვს დაზღვევის ბარათები და იქიდან ხდება დახმარება.

ხელფასი მეტიც რომ იყო უკეთესია... ხელფასი საშუალოდ 900-1000 ლარამდეა“, - ამბობს მეშახტე.

1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

1 საათის წინ

მათი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება. 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207