UNICEF: საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა

UNICEF: საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017" თანახმად, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.

შემოსავლების მატება, ძირითადად, სახელფასო და თვითდასაქმებულების შემოსავლების ზრდამ გამოიწვია. დაფიქსირდა ტენდენცია, რომ ადგილობრივი შინამეურნეობები ნაკლებად დამოკიდებული ხდებიან უცხოეთიდან გადმორიცხულ ტრანსფერებზე და მეტ შემოსავალს სწორედ საკუთარი შრომიდან იღებენ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. შრომის ანაზღაურების მატება ნიშნავს მეტ განკარგვად შემოსავალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაიზარდა სოციალური დახმარების მოცულობაც.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ნომინალურ გამოხატულებაში 31 პროცენტით გაიზარდა სახელფასო შემოსავლები. ის 95 ლარით გაიზარდა და 403 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთო შემოსავლების მატებაში უშუალოდ ხელფასის ზრდამ ნომინალურ ზრდაში 15.6 პროცენტი შეადგინა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლები. მატებამ 51 ლარი შეადგინა და  147 ლარი შეადგინა. მისი წვლილი შემოსავლების ნომინალურ ზრდაში 8.4 პროცენტულ პუნქტს, ხოლო რეალურ ზრდაში 6.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

კვლევის თანახმად, 30 ლარით გაიზარდა სოციალური გასაცემლები და 173 ლარი შეადგინა. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში სოციალური მიმართულების ზრდას ქვეყნის შემოსავლების გადანაწილების კუთხით.

კვლევის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტი გახდა უფრო მეტად სოციალური და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული. მაღალი სოციალური გასაცემლების წვლილი იმაზე მიუთითებს რომ უღარიბესი მოსახლეობისათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება გაიზარდა.

 აგვისტოში საქართველოში უცხოეთიდან 135 მილიონ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა

აგვისტოში საქართველოში უცხოეთიდან 135 მილიონ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა

32 წუთის წინ

2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18 მილიონ 900 ათასი აშშ დოლარი (48 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარისა (46 მილიონ 500 ათასი ლარისა) გასული წლის აგვისტოში. ცხრილში მოცემულია საერთო დადებით სალდოში (116 მილიონ 700...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088