უკრაინა რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს

უკრაინა რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს

უკრაინა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს გაფართოებულ მემორანდუმს წარუდგენს, რომელიც რუსეთთან მიმართებაში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევას ეხება. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაწერა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა დაადასტურა, რომ კიევი რუსეთის დღესთან დაკავშირებით „უნიკალური საჩუქრის“ გაკეთებას და სასამართლოში მოსკოვის წინააღმდეგ დოკუმენტების წარდგენას გეგმავს.
"დღეს, რუსეთის ფედერაცია ჩვენგან საერთაშორისო სასამართლოს მიერ ერთგვარ" საჩუქარს“ მიიღებს. იგი დაახლოებით 90 კგ იწონის, ტექსტი დაახლოებით 17,500 გვერდისა და 29 ტომისგან შედგება, "- წერდა ის თავის Twitter-ზე.

პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ეროვნულ დღესასწაულზე წარადგენენ.
"ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო სასამართლომ განსაზღვრა 12 ივნისი - რუსეთის დღე“,-წერს პოროშენკო და დასძენს, რომ
რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი დოკუმენტი საერთაშორისო კონვენციის დარღვევას ეხება. 

სახელმწიფო დეპარტამენტი: ირანის წინააღმდეგ სანქციები ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილებას ეხება

სახელმწიფო დეპარტამენტი: ირანის წინააღმდეგ სანქციები ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილებას ეხება

4 წუთის წინ

ჰუკის განმარტებით, ამ გზით ვაშინგტონს სურს ირანმა ის რესურსი დაკარგოს, რომელიც ტერორისტების დაფინანსებას ხმარდება. "სწორედ ეს არის მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის მიზანი", - განაცხადა აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელმა. სახელმწიფო...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452