დიმიტრი ცქიტიშვილი: ევროპარლამენტის უპრეცენდენტო რეზოლუცია ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს ხელისუფლების გვერდით

დიმიტრი ცქიტიშვილი: ევროპარლამენტის უპრეცენდენტო რეზოლუცია ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს ხელისუფლების გვერდით

„ევროპარლამენტის რეზოლუცია არის უპრეცენდენტო თავისი მასშტაბით, თავისი დამოკიდებულებით და ის განაცხადს აკეთებს იმ სულისკვეთებაზე, რომელიც ევროკავშირში არსებობს საქართველოს მხარდაჭერისა და მეორეს მხრივ, რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

დეპუტატმა იმ რეზოლუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიღებასაც ევროპარლამენტი 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გეგმავს. მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდით დგას. 

„ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ამ დღეებში იქნება განხილული და მიღებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უმაღლესი ევროპული ტრიბუნა. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტია, თანხმდება იმ შეფასებებზე, რომელსაც ევროპარლამენტი გააკეთებს. ხაზგასმული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი შეშფოთების და წუხილის საგანი იყო. აქ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არის საქართველოს ხელისუფლების გვერდით იმ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, იქ არსებულ პრობლემებს, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას, მკვლელობებს უკავშირდება“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ასეთივე შეფასებები გააკეთონ ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„მოწოდებები არის ყველა იმ საკითხზე, რომელიც კონსტანტირებულია თავად პირველ ნაწილში, რომ ყველა ამ შემთხვევაზე იყოს რუსეთის ადეკვატური დამოკიდებულებები, შეასრულოს ის შეთანხმებები, რომელიც აღებულია საერთაშორისო ფორმატში, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობა. ანუ, კომპლექსურად, აბსოლუტურად ყველა საკითხია თავმოყრილი დოკუმენტში, თუნდაც, რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც, ასევე, იქნება რეზოლუციის პირველ ნაწილში. ანუ, ყველა საკითხზე არის პირდაპირი კავშირი და პირდაპირი ბმა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ არის განაცხადი, მოწოდება ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომ ასეთი შეფასებები გაკეთდეს მათი მხრიდანაც, როგორც ოკუპაციის, ასევე, ანექსიის მცდელობის და ასე შემდეგ“,- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სწორი ტერმინების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინ „ოკუპაციის“ სხვადასხვა ფორმატში გაჟღერება, რომელსაც საქართველო აწარმოებს.

„დიპლომატიური ლექსიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არა თუ დამკვიდრდეს, არამედ მუდმივად იყოს შენარჩუნებული. ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრებულია ბევრ საერთაშორისო რეზოლუციაში, მაგრამ ამის შენარჩუნება და სხვადასხვა ფორმატებში კიდევ ერთხელ გაჟღერება, დაფიქსირება, არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლისთვის, რომელსაც საქართველო აწარმოებს. ჩვენ ამის პრეცენდენტი არ გვქონია, ევროპარლამენტს ასეთი მასშტაბის რეზოლუცია არ მიუღია საქართველოზე, მით უმეტეს, მის ოკუპაციაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზგასმული იქნება 10 წლისთავზე. კიდევ არის პრობლემები, არის ახალი გამოწვევები ევროპისთვის რუსეთის მხრიდან და შესაბამისად, არ უნდა დაივიწყოს ევროპამ და ევროპის საზოგადოებამ, რომ ეს პრობლემები ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს მიმართ იყო და გრძელდება სხვა ქვეყნების მიმართაც“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დეპუტატის თქმით, რეზოლუციის ტექსტში ასახულია ყველა ის საკითხი, რომლებსაც ქართული მხარე წლების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში სვამდა. მისივე შეფასებით, რეზოლუცია არის საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯებისა და წარმოებული სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა.

„რეზოლუციის ტექსტში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებზე ისმებოდა - სამხედრო ძალების განთავსება, ხელშეკრულებების გაფორმება, ადამიანის უფლებების საკითხები, კონკრეტული მკვლელობის საკითხები, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ გვარებს -ტატუნაშვილი, ოთხოზორია, ბაშარულის საქმეებს. ეს არის მხარდაჭერა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების, იმ კონსტრუქციული ნაბიჯების და იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და პრაქტიკულად, ყველა საკითხია, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი შეშფოთების და ჩვენი ქმედებების ნაწილი იყო“,- განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.



 

რაულ ხაჯიმბა: უნდა თუ არა ეს საქართველოს, მატარებლები აუცილებლად ივლიან

რაულ ხაჯიმბა: უნდა თუ არა ეს საქართველოს, მატარებლები აუცილებლად ივლიან

15 საათის წინ

"მატარებლები აუცილებლად ივლიან, უნდა თუ არა ეს საქართველოს. რკინიგზამ მუშაობა უნდა დაიწყოს. ახალი მდგომარეობა მოითხოვს, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ ეკონომიკურ სფეროში კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ საქართველო...

USD 2.5694
EUR 2.9242
GBP 3.2752
TRY 0.3726