იუსტიციის საბჭოს მდივნის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე გადაიდო

იუსტიციის საბჭოს მდივნის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე გადაიდო

ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის შეფერხება სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დისტანციურად ჩართვის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. 

თამარ ხაჭაპურიძე უკვე რამდენიმე თვეა მეუღლესთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფება, მის წანააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებს კი სკაიპის საშუალებით ესწრება. დღეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა სასამართლოს დაწყებისთანავე განმარტა, რომ ტექნიკურ საშუალებებს ხარვეზი აქვს, მომდევნო სასამართლო ოროცესი კი 22 ივნისს 13:00 საათზე ჩანიშნა.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. ამ დროისთვის არასრულწლოვანის ცემის ფაქტს პარალელურად იძიებს ხელვაჩაურის პროკურატურა, თუმცა ადვოკატების მტკიცებით ის დაზარალებულად ორი წლის შემდეგაც არ არის ცნობილი, რის გამოც დაცვის მხარეს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ეძლევათ. დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კი ბრალს თამარ ხაჭაპურიძე არ აღიარებს.

ბრალდებულს არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" იცავს. იურისტი ეჭვობს რომ სამე მიზანმიმართულად ჭიანურდება.

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

3 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207