ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის საჩივრების სიმცირით საქართველო მე-12 ადგილზეა

ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის საჩივრების სიმცირით საქართველო მე-12 ადგილზეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/ განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 ანგარიში მოისმინა. ანგარიში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის თანახმად, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების წარმატებულობას ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია. ასევე ის, რომ შემცირდა იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა. 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს - 367, ხოლო 2017 წელს კი - 89. ამ მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის საჩივრების სიმცირით, საქართველო მე-12 ადგილზეა.

მოხსენებისას აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრებიდან უფრო მეტი მათგანი ცხადდება უსაფუძვლოდ და მიუღებლად ან ირიცხება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ამ მონაცემის მიხედვითაც, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ 2017 წელს საქართველოს წინააღმდეგ 9 საქმეზე დაადგინა დარღვევა, საიდანაც 8 ეხება წინა ხელისუფლების დროს მომხდარ სამართალდარღვევებს. რაც შეეხება 2017 წელს გამოტანილ განჩინებებს, ამ წლის განმავლობაში მთავრობამ 7 საქმეში აღიარა კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევა, რომლებიც ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დარღვევებს შეეხებოდა.



კომიტეტის თავმჯდომარემ ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოებები ადასტურებს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის პროგრესს და უკეთეს მაჩვენებლებს დასავლეთევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი. „ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან განაპირობებს სწორედ საქმეთა ამგვარ სიმცირეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. თუმცა, ჩვენი პოლიტიკის მიზანია, კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ ეს სტანდარტი და დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“- განაცხადა სოფო კილაძემ.

 

პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

14 საათის წინ

შეგახსნებთ, 2018 წლის 19 სექტემბერს "რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი, "სიგარეტის ბაზრის გახლეჩვა" - "კურიერმა" ხელისუფლების რეკეტის დოკუმენტური დადასტურება, ე.წ. წესდება მოიპოვა", სადაც საუბარია იმაზე, რომ "კურიერმა" მოიპოვა წესდება, რომლის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273