ანტიდემპინგური კანონის არარსებობა და ტრამპის 25%-იანი ტარიფი - 10 000 ადამიანის სამუშაო საფრთხეშია

ანტიდემპინგური კანონის არარსებობა და ტრამპის 25%-იანი ტარიფი - 10 000 ადამიანის სამუშაო საფრთხეშია

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართული ფოლადის ბაზარს.

პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ტარიფი საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად მოქმედებს არაერთი მიმართულებით და საფრთხის ქვეშ აყენებს ინდუსტრიაში დასაქმებულ 10 000-მდე ადამიანის სამუშაო ადგილს.

კერძოდ, ტრამპის ტარიფმა ფოლადის საერთაშორისო ბაზარზე ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, რასაც აუცილებლად მოჰყვება  ბაზარზე იაფი პროდუქციის სიჭარბე.  ამის საშიშროება, განსაკუთრებით, ხმელთაშუა და შავი ზღის რეგიონშია. რუსეთისა და თურქეთის 5 მილიონ ტონაზე მეტმა ფოლადის ექსპორტმა ახლა ახალი გასაღების ბაზრები უნდა იპოვოს.

ერთ-ერთი „მარტივი მსხვერპლი“ საქართველოა, რომელსაც ანტიდემპინგური კანონმდებლობაც კი არ გააჩნია დაცვის ზომების გასატარებლად. ამიტომ მოსალოდნელია,  ქართველ მწარმოებლებს დემპინგურ ფასებთან მოუხდეთ კონკურენცია.

სხვა ქვეყნები უკვე განიხილავენ იმპორტის შეზღუდვის სხვადასხვა ზომებს - სულ ახლახანს თურქეთმა თავის სავაჭრო პარტნიორებს შეატყობინა შესაძლო შეზღუდვის  შესახებ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე აცხადებს, რომ დემპინგური ფასების წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი საკანონმდებლო ბერკეტი არ არსებობს.

- შესაძლებელია თუ არა, პარლამენტმა მიიღოს რეგულაცია და დაიცვას ფოლადის ქართული ბაზარი მსგავსი საფრთხეებისგან?

- აუცილებლად უნდა მიიღოს. ანტიდემპინგური პროექტი მზად აქვთ უკვე 3 წელია და არ მიუღია პარლამენტს. როგორც ჩანს, მაშინ არ იყო პრიორიტეტული. ახლა კი დადგა ასეთი მომენტი და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, შესაბამისად ეს კანონი უნდა ამოქმედდეს. საფრთხის წინაშეა მთლიანად ქართული ფოლადის ბაზარი.

- უშუალოდ საფრთხეებზე რომ  ვისაუბროთ და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ არ ამოქმედდება ანტიდემპინგური კანონი?

- მარტის თვეში, ამერიკის მთავრობამ მიიღო 25%-იანი ტარიფი ფოლადის ნაწარმზე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია სხვადასხვა ქვეყნებიდან. არსებობს საკმაოდ დიდი საფრთხე, რომ ჩვენს რეგიონში გაჩნდება ფოლადის ჭარბი ნაწარმი, რომელიც ადრე სხვა ქვეყნებში შედიოდა. ახლა კი ეს ფოლადი, შესაძლოა, დემპინგური ფასით შემოვიდეს საქართველოში. წარსულშიც გვქონდა ასეთი მაგალითები, 2015 წელს, როდესაც ჩინეთმა  მსოფლიო ფასები რადიკალურად დააგდო და კრიზისი გამოიწვია მთელ მეტალურგიულ დარგში. ჩვენ ძალიან მტკივნეულად დაგვარტყა ამან, მაგრამ მოვახერხეთ და გადავიარეთ ეს კრიზისი. ახლა კიდევ ახალი კრიზისის საშიშროების წინაშე ვდგებით, რაც დარგისთვისა და ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.

როდესაც ამხელა ინდუსტრია დგება საფრთხის ქვეშ, ქვეყანამ  უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი. კერძოდ დაიცვას თავისი ბაზარი ანტიდემპინგური ფასებისგან.

- მიმართეთ თუ არა ხელისუფლებას ამ პრობლემის თაობაზე და რა პასუხი მიიღეთ მათგან?

ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტროში უკვე დავაყენეთ. ვიცით, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოში ჯერ არ არის და  შესაბამისად არ არსებობს ბაზრის დაცვის არანაირი მექანიზმი.

ამჯერად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს პერიოდში მიიღონ ანტიდემპინგური კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგება მთელი მეტალურგიული ინდუსტრია, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში.

მაგალითად, ამ წლებში ქართულმა წარმოებამ ჩაანაცვლა არმატურის იმპორტი და ექსპორტიც კი დაიწყო. ინდუსტრიაში პირდაპირ დასაქმებულია დაახლოებით 4 000 ადამიანი, ხოლო არაპირდაპირ - 6 000-დან 10 000-მდე.  ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, 10 000 ადამიანის სამუშაოა საფრთხის ქვეშ.

- ანუ, მიმართავთ ეკონიმიკის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს იმოქმედონ,  რათა ეს დემპინგური ფასები აღარ იყოს.

- დიახ, ამ შემთხვევაში ანტიდემპინგური კანონის არსებობა არის თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.

მოგეხსენებათ, რუსეთსა და თურქეთს, ჩვენს გამო ტარიფს არავინ მოუხსნის. ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც, ჯამურად, ამერიკაში ახორციელებენ 5 მილიონი ტონის ექსპორტს. ასე რომ ჭარბი ლითონი გაჩნდება ყველა შემთხვევაში. ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვქონდეს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც დაიცავს ქართული ფოლადის ბაზარს იაფი პროდუქციის შემოდინებისგან. გვაქვს ამის უარყოფითი გამოცდილებაც, ამიტომ აუცილებელია არსებობდეს თავდაცვის ყველა ინსტრუმენტი.

- საუბარში თქვით, რომ ერთხელ უკვე დადგა საფრთხის წინაშე მეტალურგიული დარგი, 2015 წელს და მოიყვანეთ ჩინეთის მაგალითი. ჩინეთის შემთხვევაში როგორ იყო?

- ჩინეთი არის პროდუქტის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა. დიდი ხნის განმავლობაში, სანამ სწრაფად იზრდებოდა ქვეყანა, თვითონვე მოიხმარდა ამ ფოლადს. ჩინეთის ზრდის შენელებამ გამოიწვია ჭარბი ფოლადის გაჩენა ქვეყანაში, რომელიც კომპანიებმა ექსპორტზე გაიტანეს დემპინგურ ფასებად.  პროდუქტების თვითღირებულებაც კი  უფრო მაღალი იყო, ვიდრე ის ფასები, რომლითაც ჩინური კომპანიები ყიდდნენ. ამის შედეგად, მთელ მსოფლიოში ფასი დაახლობით სამჯერ დაეცა. ეს უფრო დიდი ფასის კოლაფსი იყო, ვიდრე ვთქვათ ნავთობის დარგში. შედეგად, მაგალითად ევროპაში, თითქმის განადგურდა ფოლადის პირველადი წარმოება და ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდექით. მოგვიხდა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა ხარჯები, მაგრამ მოვახერხეთ და ეს მძიმე პერიოდი გადავიტანეთ.

- როგორც ვიცით, თურქეთი აწარმოებს უკვე მოლაპარაკებებს...

- თურქეთმა ოფიციალურად შეატყობინა საქართველოს, რომ იწყებს თავისი ბაზრის დაცვის ღონისძიებების გატარებას. ჩვენ არ ვიცით ეს რა ზომები, იქნება, მაგრამ მკაცრი ზომები აუცილებლად იქნება მიღებული.

რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან და როგორი უნდა იყოს ხელისუფლების როლი?

როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, უახლოეს მომავალში მოხდეს ანტიდემპინგური კანონის მიღება, რაც დაიცავს მთლიანად  ინდუსტრიას დემპინგური ფასებისგან.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები  და ბაზრის დროებითი დაცვისთვის, აამოქმედოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მექანიზმები.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 965 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 965 მილიონი ლარით გაიზარდა

13 საათის წინ

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 167.2 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 797.8 მლნ ლარით გაიზარდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273