ალეკო ელისაშვილი: აქციაზე ლამის გაეროს გენერალური მდივნის გადადგომა მოითხოვონ

ალეკო ელისაშვილი: აქციაზე ლამის გაეროს გენერალური მდივნის გადადგომა მოითხოვონ

ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა.

„არაფრით არ უნდა დავუშვათ რომ “ქართულმა ოცნებამ“ ისევ გაიყვანოს ახალი შოთაძე! ეს არის მთავარი მოთხოვნა. ძალიან მწყდება გული, როდესაც ყოველ ჯერზე ზაზა სარალიძე გამოდის და ითხოვს ხან ერთი, ხან მეორე პირის გადადგომას და ამან ყველაფერმა გაფანტა მუხტი რუსთაველზე... მთავარი პროკურორი თუ იქნება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანი, მთავრობა ავტომატურად გადადგება.

იმიტომ რომ ,როდესაც ამოქექავ, რომ სოზარ სუბარი ხელს თავის ნათესავს, მირზა სუბელიანს და იქ კიდე შსს-ში ვიღაცას აფარებდა ხელს და ამ ყველაფერზე ზემოდან კვირიკაშილი თვალს ხუჭავდა, თუ ამ ყველაფერს ამოაბრუნებ ამ დოკუმენტებს ყველას აჩვენებ და დაადასტუერებ, აი მერე მთავრობაც გადადგება და საპარლამენტო არჩევნებიც გამოცხადდება. რატომ ვერ ხვდებიან, რომ ახლა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს რომ იფანტება და ლამის გაეროს გენერალური მდივნის გადადგომა მოითხოვონ ?!",-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

1 საათის წინ

ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება. ირაკლი კობახიძე, უკრიანელ და მოლდოველ კოლეგებთან -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207