ევროტურნირები ახლოვდება - განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამოა"

ევროტურნირები ახლოვდება - განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამოა"

ზუსტად რვა დღე რჩება იქამდე, როდესაც ქართული საფეხბურთო კლუბები ევროსარბიელზე საკუთარ მოწინააღმდეგეებს გაარკვევენ.

ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც წელს წილისყრისას განთესილი იქნება, თბილისის „დინამოა“, რომელსაც განთესვის პირობების თანახმად, მასზე უფრო სუსტი გუნდი უნდა არგუნოს კენჭისყრამ.

ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" მომავალ მეტოქეს 19 ივნისს გაარკვევს და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, მისი მოწინააღმდეგეების სია საკმაოდ სერიოზულია, ეროვნული ლიგის ცხრილის შუაში მყოფ ჩემპიონს შემდეგი გუნდებიდან ერთ-ერთთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა:

აპოელი (კვიპროსი), ჰაპოელი ბეერ-შევა (ისრაელი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), სელტიკი (შოტლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), მალმიო (შვედეთი), შერიფი (მოლდოვა), კუკეში (ალბანეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), ასტანა (ყაზახეთი), ზრინსკი (ბოსნია), ნიუ საინთსი (უელსი), ჰიკი (ფინეთი).

ქუთაისელები პირველ შეხვედრას 10 ან 11 ივლისს გამართავენ.

ევროპა ლიგაზე საქართველოს სამი გუნდი - "დინამო", "სამტრედია" და "ჩიხურა" წარმოადგენენ. 

დინამოს სავარაუდო მეტოქეები არიან:

სკუპი (მაკედონია), კუპსი, ილვესი, ლაჰტი (ყველა - ფინეთი), შამროკ როვერსი, დერი სიტი (ორივე - ირლანდია), რიგასი, ლიეპაია (ორივე - ლატვია), ნარვა, ტრანსი (ესტონეთი), სტუმბრასი, თრაკაი (ორივე - ლიეტუვა), განძასარი, ბანანცი, პიუნიკი (ყველა - სომხეთი), ბალზანი (მალტა), რასინგი, პროგრესი (ორივე - ლუქსემბურგი), კოლრეინი, გლენავონი, კლიფტონვილი (ყველა - ჩრდილოეთ ირლანდია), ნომადსი (უელსი), რუნავიკი, ტორსჰავნი (ორივე - ფარერები), ვადუცი (ლიხტენშტაინი), ლევადია (ესტონეთი), სტიარნანი, იბვ (ორივე - ისლანდია), ფერენცვაროში, უიპეშტი (ორივე - უნგრეთი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), პოდგორიცა (ჩერნოგორია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია), პარტიზანი, ლუფტელარი, ლაცი (ყველა - ალბანეთი), მილსამი, პეტროცუბი, ზარია (ყველა - მოლდოვა), ევროპა (გიბრალტარი).
ყველაზე მძიმედ ამ დროისთვის სამტრედიელთა მომავალი მოსჩანს, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო ადგილს იკავებენ და ძალიან სუსტად გამოიყურებიან.

რაც შეეხება "ჩიხურას", სოსო ფრუიძის გუნდი, ეროვნულ პირველობაში "ტორპედოს" გვერდით, მე-4 ადგილზე იმყოფება. 

იმერული კლუბების მომავალი მეტოქეების სიაც საკმაოდ შთამბეჭდავია: 

კოპენჰაგენი, ნორდშელანდი (ორივე - დანია), მარიბორი, დომჟალე (ორივე - სლოვენია), მაქაბი თელ-ავივი, ბეითარი (ორივე - ისრაელი), პარტიზანი, რადნიჩკი, სპარტაკი (ყველა - სერბეთი), მიოლდე (ნორვეგია), აპოლონი, ანორთოსისი (ორივე - კვიპროსი), დინამო, შახტიორი (ორივე - ბელარუსი), ლეხი, გურნიკი (ორივე - პოლონეთი), ფჰ (ისლანდია), დანდალკი (ირლანდია), ჟალგირისი (ლიეტუვა), გაბალა, კეშლა, ნეფთჩი (ყველა - აზერბაიჯანი), ოსიეკი (ხორვატია), ვარდარი (მაკედონია), ტრენჩინი, სლოვანი (ორივე - სლოვაკეთი), ვიტორული (რუმინეთი), აიკ, ჰეკენი (ორივე - შვედეთი), ნიომე (ესტონეთი), სლავია, ცსკა, ლევსკი (ყველა - ბულგარეთი), ვენტსპილსი (ლატვია), რეინჯერსი, ჰიბერნიანი (ორივე - შოტლანდია), ქაირათი, ირტიში, ტობოლი (ყველა - ყაზახეთი), ფოლა (ლუქსემბურგი), სარპსბორგი (ნორვეგია), რაბოტნიჩკი (მაკედონია), სარაევო, ჟელეზნიჩარი (ორივე – ბოსნია), მლადოსტი (ჩერნოგორია).

ევროპის ლიგის წილისყრა 20 ივნისს გაიმართება. სამივე გუნდი აღნიშნულ ტურნირზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 19 ივლისს.

 

ფრაზა "ეშმაკმა დალახვროს" ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარულია (ვიდეო)

ფრაზა "ეშმაკმა დალახვროს" ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარულია (ვიდეო)

2 საათის წინ

ლინეკერი არ აზუსტებს მისი ეს სიტყვები აღტაცების ნიშანია თუ იმედგაცრუების, მაგრამ ფაქტია, რომ მისთვის, ისევე როგორც მილიონობით ფეხბურთის მოყვარულისთვის, 82-ე წუთიდან უმცირესობაში დარჩენილი გერმანელების მიერ ბოლო წამებზე გატანილი გამარჯვების...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207