ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი ახალი ავტობუსი მოემსახურება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი ახალი ავტობუსი მოემსახურება

  • iRegions.Ge
  • 12 ივნისი, 2018
  • 09:49
  • ადმინისტრატორი

2018 წლის აგვისტოდან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მგზავრთა გადაადგილებას ახალი ავტობუსები უზრუნველყოფს. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, სრულიად ახალი 3 ავტობუსი შეიძინა, რომლებიც მუნიციპალიტეტს მ/წლის 20 ივლისამდე გადმოეცემა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 36 მგზავრზე იქნება გათვლილი. 

ავტობუსების მონიტორინგს შპს ,,ახალი ტრანსპორტი“ განახორციელებს, რომლის ავტოპარკში ამ ეტაპისთვის 7 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია ტრანსპორტით მომსახურების დაფარვის ზონა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მთელ ტერიტორიაზე. 

ამ ეტაპზე, მერის ინიციატივით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს. ახალი ავტობუსები კი მგზავრებს დამატებით საშუალებას მისცემს, მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით.

წყალტუბოს 6 საბავშვო ბაღიდან, ინტოქსიკაციით ქუთაისში საავადმყოფოში კიდევ 6 აღსაზრდელი შეიყვანეს

წყალტუბოს 6 საბავშვო ბაღიდან, ინტოქსიკაციით ქუთაისში საავადმყოფოში კიდევ 6 აღსაზრდელი შეიყვანეს

24 სექტემბერი, 2018

წყალტუბოს სოფლების 6 საბავშვო ბაღიდან ინტოქსიკაციით ქუთაისში საავადმყოფოში კიდევ ექვსი აღსაზრდელი შეიყვანეს. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში საერთო ჯამში 10 ბავშვი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273