დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან ომი უახლოეს მომავალში დასრულდება

დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან ომი უახლოეს მომავალში დასრულდება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სინგაპურში სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა,-ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ამერიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინის დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ომი უახლოეს მომავალში დასრულდება.

"დაახლოებით 70 წლის წინათ, კორეის ნახევარკუნძული გაურკვეველმა სისხლიანმა კონფლიქტმა გაანადგურა. კონფლიქტის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით ათასი მამაცი ამერიკელი. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული ძალების შეთანხმება გაფორმდა, ომი არ დასრულებულა. მაგრამ ახლა ყველა იმედოვნებს, რომ მალე დასრულდება. ეს მოხდება, "- განუცხადა მან ჟურნალისტებს. ამერიკის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ისტორიას იცნობს, როდესაც გუშინდელი "ოპონენტები მეგობრები გახდნენ". 

ცნობისთვის, სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს ფანტასტიკური უწოდა.

ლიდერების მოლაპარაკებები სინგაპურის კუნძულ სენტოსზე გაიმართა. მათი შეხვედრა კი ხელის ჩამორთმევით დაიწყო. ლიდერების მოლაპარაკებებს პირისპირ შეხვედრა უძღოდა წინ. ამ შეხვედრას, ლიდერების გარდა, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით. მოლაპარაკებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს.

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

43 წუთის წინ

აღსანიშნავია, რომ "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის" სახელმწიფოსთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 30 სექტემბერს გაიმართება. "რაც შემეხება მე, მე უკვე მივეცი ხმა 27 წლის წინ - 1991 წლის 8 სექტემბერს (ქვეყნის...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172