ჰელსინკის პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა

ჰელსინკის პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა

ჰელსინკის პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Helsingin Sanomat-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქის ცენტრში ბენზინგასამართ სადგურთან შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სიტუაციის მოგვარებას მშვიდობიანად შეეცადნენ, მაგრამ ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:30 საათზე კონფლიქტი გამწვავდა და პოლიციამ ცეცხლი გახსნა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი დაჭრეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ინციდენტის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია. 

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

31 წუთის წინ

აღსანიშნავია, რომ "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის" სახელმწიფოსთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 30 სექტემბერს გაიმართება. "რაც შემეხება მე, მე უკვე მივეცი ხმა 27 წლის წინ - 1991 წლის 8 სექტემბერს (ქვეყნის...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172