პრეზიდენტი მეხანძრე-მაშველებს: სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა

პრეზიდენტი მეხანძრე-მაშველებს: სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეხანძრე - მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"ვულოცავ მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღესასწაულს!

დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება და შრომა, რომლითაც ურთულეს ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმითა და მონდომებით იბრძვით ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ქართული საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველების თავგანწირვას.

ქედს ვიხრი, თბილისში 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილი ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინა.

სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა, პროფესიისა და ჰუმანური პრინციპებისა და ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სწორედ ასეთ ღირსეულ მაგალითებზე იზრდებიან თაობები და ვითარდება სახელმწიფო.

მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის!", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

1 საათის წინ

"საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176