დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის საქმიანის ლანჩის მენიუ ცნობილია

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის საქმიანის ლანჩის მენიუ ცნობილია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სინგაპურში სამიტის შემდეგ დელეგაციებთან ერთად ისადილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ტრამპმა კიმ ჩენ ინი მაგიდასთან მიიწვია და შემდეგ ფოტოგრაფებს სთხოვა ხუმრობით, რომ ის და კიმ ჩენ ინი ფოტოზე „სიმპათიურები და გამხდრები“ გამოეჩინათ. CNN- მა მათი სადილის მენიუ გამოაქვეყნა.
როგორც ტელეარხი იუწყება, ლანჩისთვის პირველი კერძი იყო კოქტეილი, კრევეტები, ავოკადო და მწვანე მანგო. შემდეგ კი ძროხის ნეკნები და შემწვარი ღორი, ასევე კორეული კერძი. დესერტად მიართვეს შავი შოკოლადის კრემი და ვანილის ნაყინი.
სამშაბათს, 12 ივნისს, ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად პირისპირ შეხვდნენ. ამის შემდეგ ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ მათ შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ. ამის შემდეგ, სამიტი ფართო ფორმატში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციები.
ამერიკის ლიდერმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და ფხენიანი ერთად მუშაობენ "დიდი პრობლემის მოსაგვარებლად და დიდი დილემის გადასაჭრელად".

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს სპარსეთის ყურის დაბლოკვით დაემუქრა

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს სპარსეთის ყურის დაბლოკვით დაემუქრა

15 საათის წინ

ჰასან როუჰანის თქმით, მისი სიტყვები არა გაფრთხილება, არამედ "რეალობაა". "თუ სპარსეთის ყურეში ნაოსნობა თავისუფალი და უსაფრთხო უნდა დარჩეს, ის ასეთი უნდა იყოს ყველასთვის", - განაცხადა ირანის ლიდერმა. დღეს, ევროპის კავშირის (ევროკავშირის)...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273