ბორჯომის რაიონის სოფლებში სს "ენერგო-პრო ჯორჯია" სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს

ბორჯომის რაიონის სოფლებში სს "ენერგო-პრო ჯორჯია" სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. კომპანია ბორჯომის რაიონის ჩარხისწყლის დასახლებაში მაღალი ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ხაზს აშენებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება დასახლების ენერგომომარაგება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

ბორჯომის რაიონის სოფლებში სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, იცვლება ამორტიზირებული ქსელის ინფრასტრუქტურა, იცვლება ბოძები, იჭიმება ახალი საჰაერო და საკაბელო ხაზები, რეაბილიტაცია უტარდება ტრანსფორმატორებსა და ქვესადგურებს, რითაც კლებულობს ავარიული განორთვების ალბათობა. ჩხარისწყლის დასახლებაში ახალი მაღალი ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ხაზის მშენებლობა, ხელს შეუწყობს აბონენტების ხარისხიან და სტაბილურ ენერგომომარაგებას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღმოიფხვრება ძაბვასთან დაკავშირებული პრობლემაც.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

51 წუთის წინ

2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207