შალვა ნათელაშვილი: უნდა დავამთავროთ პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი

შალვა ნათელაშვილი: უნდა დავამთავროთ პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი

"დღეიდან ევროპის სივრცეში გამოჩნდა ახალი ოლიგარქ-დიქტატორი ბიძინა ივანიშვილის სახით. რეჟიმმა არ იკმარა ახალგაზრდების ჩახოცვა და უკვე გადავიდა შვილმოკლული მამების დარბევაზე , ოპოზიციის წინაღმდეგ აღვირახსნილ რეპრესიებზე", - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეჟიმის შესაცვლელად საყოველთაო, სახალხო მოძრაობა უნდა დაიწყოს და ამასთან დაკავშირებით ის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვას იწყებს. 

"ჩვენმა ხალხმა ამ ყველაფერს გაერთიანებით უნდა უპასუხოს, მედგარი ბრძოლით. დასაწყებია საყოველთაო სახალხო საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს რეჟიმის შეცვლამდე, პარლამენტის თვითლიკვიდაციამდე, ახალი არჩევნების ჩატარებამდე. 

ამ ყველაფერზე ჩვენ უკვე ვიწყებთ კონსულტაციებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან, ვიწყებთ ბრძოლის ეტაპებისა და ფორმების სერიოზულ დაგეგმვას", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილი. 

შალვა ნათელაშვილი მსოფლიო ბანკებში ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას მოითხოვს.  

"კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ დემოკრატიულ სამყაროს, გაყინონ მსოფლიოს ბანკებში ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური და ბევრ წილად ჩვენგან წართმეული მილიარდები. ეს მას მოტეხავს იმ ფრთებს, რომელიც სამწუხაროდ მიიკერა არა მარტო შიგნით არსებული ტყუილებით და არჩევნების გაყალბებით, არამედ გარკვეული საგარეო მხარდაჭერითაც თავის დროზე. 

დღეს საჭიროა, საქართველომ და მსოფლიო თანამეგობრობამ ერთად ვამხილოთ ის მარაზმი, რომელიც მეფობს ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. 

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მათ არც ზნეობა, არც სინდისი, არც ადამიანობა არ გააჩნიათ. გუშინდელი მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, რომელიც მათ ჩაიდინეს, გამორიცხავს მათ ხელისუფლებაში დარჩენას. 

პროცესს უნდა მიეცეს პოლიტიკური ხასიათი. უნდა დავამთავროთ პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი, რომ პოლიტიკოსები გვინდა, ახლა აღარ გვინდა, ქუჩაში გვინდა, ტრიბუნაზე არ გვინდა. ეს ყველაფერი არის უშიშროების გავრცელებული პროპაგანდის მავნე ნაყოფი და ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ისტორიას. აღვირახსნილ პოლიტიკურ რეჟიმს უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიციური პოლიტიკა. 

გველის ნაკბენის განეიტრალება ბოლოსდაბოლოს ხდება ისევ გველის ინექციით, კი ბატონო, გველებია ხელისუფლება, კი ბატონო ოპოზიციაც, მაგრამ ისინი შეილძება განეიტრალდნენ იმ საპირისპირო მოქმედებებით, რომელიც ოპოზიციას აკისრია", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

გოცირიძე: 16 უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის 2020 წლამდე ჩათვლა კორუფციული დანაშაულია!

გოცირიძე: 16 უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის 2020 წლამდე ჩათვლა კორუფციული დანაშაულია!

15 წუთის წინ

გოცირიძე ვარაუდობს, რომ ავტორიზაციის კანონთან დაკავშირებით განათლების მინისტრი და განათლების კომიტეტის თავჯდომარე ერთობლივად მოქმედებენ. "მე მინდა მივმართო მათ, საქართველოში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებეით...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156