ბაღდათის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა

ბაღდათის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

არჩილ გოგსაძე სოფელ პირველი და მეორე ობჩის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე 3,7 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს."ორიენტირი" უზრუნველყოფს. ზემოხსენებული საავტომობილო გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან, პირველ და მეორე ობჩას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინოულთან აკავშირებს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა დღესვე სოფელ დიმში, ასევე ქალაქ ბაღდათში სალხინოს ეკლესიასთან მისასვლელი გზების სამუშაოები დაათვალიერა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ტენდერის თანახმად სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებ

20 სექტემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ქუთაისში რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

20 სექტემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ქუთაისში რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

1 საათის წინ

20 სექტემბერს 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, ქალაქ ქუთაისში - გველესიანის, ბოჭორიშვილის, ბესიკის, ზ.გამსახურდიას, დ.აღმაშენებლის, ი.ჭავჭავაძის, დიას, ჩიანელის, მელიქიშვილის, თავისუფლების, ფხაკაძის, შარტავას, შმიდტის, სოხუმის, ჭუმბურიძის, გამარჯვების...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088