CNN: დონალდ ტრამპმა ფოტოგრაფებს სთხოვა, ის "სიმპათიური და გამხდარი" გამოეჩინათ

CNN: დონალდ ტრამპმა ფოტოგრაფებს სთხოვა, ის "სიმპათიური და გამხდარი" გამოეჩინათ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სინგაპურში მომუშავე ფოტოგრაფებსა და ტელეოპერატორებს ხუმრობით უთხრა, რომ ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საუკეთესო რაკურსით გადაეღოთ, რათა ისინი "სიმპათიური და გამხდარი" გამოჩენილიყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული პრესა პროტოკოლური ფოტოს გადაღებაზე მიწვეული არ ყოფილა. ტელეარხის თანახმად, ფოტოები სინგაპურის სამთავრობო ტელეარხის თანამშრომლებმა გადაიღეს.
ცნობისთვის, სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს ფანტასტიკური უწოდა.

ლიდერების მოლაპარაკებები სინგაპურის კუნძულ სენტოსზე გაიმართა. მათი შეხვედრა კი ხელის ჩამორთმევით დაიწყო. ლიდერების მოლაპარაკებებს პირისპირ შეხვედრა უძღოდა წინ. ამ შეხვედრას, ლიდერების გარდა, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით. მოლაპარაკებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს.

ჰილარი კლინტონი: დონალდ ტრამპმა, შესაძლოა თეთრ სახლში საკადრო ''წმენდა'' დაიწყოს

ჰილარი კლინტონი: დონალდ ტრამპმა, შესაძლოა თეთრ სახლში საკადრო ''წმენდა'' დაიწყოს

2 საათის წინ

ჰილარი კლინტონის განმარტებით, ასეთი სიტუაცია შეიძლება იმ შემთხვევაში შეიქმნას, თუ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში ან სენატში უმრავლესობას არ მოიპოვებენ. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ტრამპს შეუძლია ნოემბრის არჩევნების შემდეგ...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088