ნიკა მელია: იჭერენ იმ ადამინებს, ვინც სარალიძის და მაჩალიკაშვილის გვერდით დგას

ნიკა მელია: იჭერენ იმ ადამინებს, ვინც სარალიძის და მაჩალიკაშვილის გვერდით დგას

ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ნიკა მელიამ გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში“განაცხადა.

"ჩვენი ინფორმაციით 30-ზე მეტი ადამიანი არის გატაცებული, სპეცრაზმელების დიდ ნაწილს გადააცვეს პატრულის ფორმა და მოქმედებდნენ, როგორც საპატრულო პოლიციის თამშრომლები.

დღეს არათუ ყველამ ვნახეთ, არამედ ყველა დავრწმუნდით რა უსამართლო და დანაშულებრივ სისტემასთან გვაქვს საქმე. იმის მაგივრად, რომ მკვლელებს იჭერდნენ და მკვლელების მფარველებს აკავებდნენ, იჭერენ იმ ადამიანებს ვინც მხარში ედგა და დაუდგება ბატონ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, მანამ სანამ სიმართლეს არ იპოვიან !"- განცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით აქციაზე #ნუმომკლავ  9 პირი დააკავა, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. ერთ-ერთი დაკავებული იყო ნიკა მელია, რომელიც ამჟამად თვისუფალია.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

5 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212