დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის ტექსტის შინაარსი ცნობილია

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის ტექსტის შინაარსი ცნობილია

დოკუმენტი, რომელსაც ხელი სინგაპურში დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა მოაწერეს, დაფარული არ არის. დოკუმენტის ტექსტი იმ ფოტოებში ჩანს, რომელიც ტელეარხმა CNN-მა და სხვა მედიამ გაავრცელა.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ახალი ურთიერთობების დამყარება კორეის ნახევარკუნძულზე და მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და აღიარებს, რომ ურთიერთდახმარება ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებას", - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.

დოკუმენტის ძირითადი ნაწილი ოთხი პუნქტისგან შედგება. პირველი მათგანი ორი ქვეყნის ვალდებულებაზე და ახალ ურთიერთობებზე მიუთითებს. მეორეში საუბარია, რომ კიმ ჩენ ინმა და ტრამპმა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებას უნდა შეუწყონ ხელი.
მესამე პუნქტი ხაზს უსვამს ფხენიანის მნიშვნელობას, ხელი შეუწყოს რეგიონის დეცენტრალიზაციის პროცესს. მეოთხე პუნქტი ეძღვნება კორეის ომში დაღუპული პირების ცხედრების იდენტიფიცირებას.

ცნობისთვის, სინგაპურში, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. კიმ ჩენ ინმა და დონალდ ტრამპმა ერთმანეთს მოლაპარაკებების გამართვისთვის მადლობა გადაუხადეს.

ევროკავშირის საბჭომ ვენესუელის 11 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირის საბჭომ ვენესუელის 11 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

12 წუთის წინ

სანქციები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და ევროკავშირის იურისდიქციაში აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. სანქციების ე.წ შავ სიაში მოხვდა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი დელს როდრიგესი. გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207