გურჯაანის სოფლებში ხევები ადიდდა და გზები დააზიანა

გურჯაანის სოფლებში ხევები ადიდდა და გზები დააზიანა

გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხევები ადიდდა და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.

სტიქია იყო ძირკოკში, კოლაგში, ვეჯინში, ბაკურციხეში, კარდენახში, შაშიანსა და კალაურში.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ კალაურში, სადაც მოსახლეობას ვენახები დაეტბორა.

„ამ დროისთვის ტექნიკა მუშაობს და გზა იწმინდება. წყალი როგორც კი დაიკლებს, კაპიტალურად გავაკეთებთ. ტექნიკით გვეხმარება მელიორაცია, საგზაო დეპარტამენტი და კომპანია "ბლექ სი გრუპი". აღნიშნულ სოფლებში ადიდებულმა ხევებმა შიდა საუბნო გზები გააფუჭა.

უხვი ნალექის შედეგად სოფლების 60%-ში გზები დაზიანდა. კალაურში ვენახები დაიტბორა. რამდენიმე დღის წინ ამ სოფელში ხევის ნაპირები გავამაგრეთ, მაგრამ უხვი ნალექის გამო მაინც ეს ვითარება შეიმქნა.“ -განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა,არჩილ ხანდამაშვილმა.

ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქუთაისიდან 9 გამოძახება შევიდა

ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქუთაისიდან 9 გამოძახება შევიდა

12 წუთის წინ

უამინდობის გამო ქალაქში რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო. უხვი ნალექის გამო, ცენტრალურ ქუჩებზე, სავარაუდოდ სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, რამაც გზებზე წყლის დონის მომატება გამოიწვია. ამ დროისთვის ქუთაისში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167