კურორტ ბეშუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულყოფილად არ არის შესრულებული

კურორტ ბეშუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულყოფილად არ არის შესრულებული

კურორტ ბეშუმში შიდა გზების ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულყოფილად არ არის შესრულებული.  აღნიშნულთან დაკავშირებით ხულოს მერიამ მშენებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად ფოტო მასალა უკვე გადაუგზავნა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიისაგან საპასუხოდ ხარვეზების გამოსწორებასთან დაკავშირებით თანხმობა უკვე მიიღეს, თუმცა, მერი კატეგორიულად აღნიშნავს, რომ თუ ხარვეზები დროულად არ გამოსწორდება, სასამართლოს მიმართავს. 

„გიდასტურებთ, რომ არსებობს გამოწვევები, არსებობს ხარვეზები, მაგრამ მუნიციპალიტეტის მერიას უკვე აქვს რეაგირება. მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ისინი, ვინც კანონის წინაშე ვალდებულნი არიან, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები. მოვთხოვთ, რომ შეასრულონ. ამისთვის გამოვიყენებთ ჩვენთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას მაქსიმალურად.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 8 მაისამდე მე არაერთხელ ვიყავი და დავათვალიერე, თუმცა სამწუხაროდ სრულყოფილად დათვალიერება მაშინ თოვლის საფარიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. თოვლის საფარი ბეშუმის მიმართულებით გაიწმინდა აპრილის ბოლოს, ამიტომ როგორც კი შესაძლებელი იყო მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია ავიდა, აღწერა იქ არსებული ხარვეზები, ხრვეზის დაახლოებით 78-მდე ფოტო- მასალა დაფიქსირდა, რომელიც შპს „დავითს“ გადაეგზავნა. უკვე მიღებული გვაქვს დასტური მათი სამუშაოების ხარვეზების მიერ გამოსწორების შესახებ. პირველი ეტაპი ეს გახლავთ.

ჩვენ დავაკვირდებით სამუშაოების მიმართულებას, ვეცდებით, რომ დამსვენებელს სამუშაოებმა მაქსიმალურად არ შეუშალოს ხელი. თუკი არ განხორციელდება კომპანიის მიერ ხარვეზების გამოსწორება,  ან კიდევ რაიმე შეფერხება გვექნება, ან უარს განაცხადებს, უკვე მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს სასამართლოს", - აღნიშნა გოჩა მელაძემ. 

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა კინტრიშის ხეობაში აღინიშნა

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა კინტრიშის ხეობაში აღინიშნა

5 წუთის წინ

სოფელ ცხემვანში კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, შემეცნებითი და სპორტული ტურები, დეკორატიულად მოწყობილი მოსასვენებელი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207