ირაკლი კობახიძე: ჩვენს გმირ, უშიშარ და საამაყო მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს

ირაკლი კობახიძე: ჩვენს გმირ, უშიშარ და საამაყო მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს

ამის შესახებ მილოცვას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს.

"ეს ის ადამიანები არიან, ვისთვისაც სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე წინ დგას, ვისთვისაც არ არსებობს ხიფათი, რომელსაც შეუშინდებიან მაშინ, როდესაც მათი დახმარება სხვას სჭირდება. ისინი თანამედროვე გმირები არიან და ამას ყოველდღე ამტკიცებენ.

მათი გმირობის ნათელი მაგალითია მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის ღამეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად, 7 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ქედს ვიხრი მისი და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მეხანძრე-მაშველის ნათელი ხსოვნის წინაშე.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი ღირსეული საქმის ასეთი სიყვარულისთვის, თავგანწირვისა და გმირობისთვის", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.
 

მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

46 წუთის წინ

ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ყურბან ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. სწორედ ამ დღეს მუსლიმი...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176