დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება

დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ მან ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს. 

„კიმ ჩენ ინი ღირსეული მომლაპარაკებელი და ძალიან ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს. ჩვენ კვლავ შევხვდებით ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში მის მიწვევას დათანხმდა. 

სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს ფანტასტიკური უწოდა.
ლიდერების მოლაპარაკებები სინგაპურის კუნძულ სენტოსზე გაიმართა. მათი შეხვედრა კი ხელის ჩამორთმევით დაიწყო. ლიდერების მოლაპარაკებებს პირისპირ შეხვედრა უძღოდა წინ. ამ შეხვედრას, ლიდერების გარდა, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით. მოლაპარაკებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ირანის წინააღმდეგ სანქციები ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილებას ეხება

სახელმწიფო დეპარტამენტი: ირანის წინააღმდეგ სანქციები ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილებას ეხება

1 წუთის წინ

ჰუკის განმარტებით, ამ გზით ვაშინგტონს სურს ირანმა ის რესურსი დაკარგოს, რომელიც ტერორისტების დაფინანსებას ხმარდება. "სწორედ ეს არის მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის მიზანი", - განაცხადა აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელმა. სახელმწიფო...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452