ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ლ. ქუთაისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ ფხვნილი, ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 2 720 ლარი ამოიღეს.

ჯ.ლ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 250 ევრო და 100 ლარი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქუთაისიდან 9 გამოძახება შევიდა

ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქუთაისიდან 9 გამოძახება შევიდა

7 წუთის წინ

უამინდობის გამო ქალაქში რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო. უხვი ნალექის გამო, ცენტრალურ ქუჩებზე, სავარაუდოდ სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, რამაც გზებზე წყლის დონის მომატება გამოიწვია. ამ დროისთვის ქუთაისში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167