The Australian: შტატ ვიქტორიაში ტერორისტები აფეთქებების სერიის განხორციელებას გეგმავენ

The Australian: შტატ ვიქტორიაში ტერორისტები აფეთქებების სერიის განხორციელებას გეგმავენ

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის შტატ ვიქტორიაში ტერორისტები აფეთქებების სერიის განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Australian-ი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტატის პოლიციის კომისრის თანაშემწემ როს გიუნტერმა გამოცემას განუცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ადამიანების გადაბირებას გეგმავენ, რათა თავდასხმები განახორციელონ.

"შტატ ვიქტორიას პოლიციას ყველა საშუალება აქვს, რომ ტერორიზმისგან ხალხის დაცვა უზრუნველყოს. ხაზს ვუსვამ, რომ ზედმეტი აღშფოთება საჭირო არ არის", - განაცხადა გიუნტერმა. მან დასძინა, რომ ამ დროისთვის ისეთი ისტორიულ ადგილებს, როგორიცაა ფედერაციის მოედანი, დედოფალ ვიქტორიას ბაზარი, წმინდა პავლეს ტაძარი, საფრთხე არ ემუქრება.

ევროკავშირის საბჭომ ვენესუელის 11 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირის საბჭომ ვენესუელის 11 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

13 წუთის წინ

სანქციები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და ევროკავშირის იურისდიქციაში აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. სანქციების ე.წ შავ სიაში მოხვდა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი დელს როდრიგესი. გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207