დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა გაისეირნეს (ვიდეო)

დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა გაისეირნეს (ვიდეო)

სინგაპურში, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ლანჩის შემდეგ გაისეირნეს. მათი გასეირნების კადრებს ტელეარხ CNN-ის კორესპონდენტი, ჯიმი აკოსტა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს. 

"ტრამპმა და კიმმა გაისეირნეს და ისაუბრეს. ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია ", -აცხადებს ის ვიდეოჩანაწერში.
სააგენტო Bloomberg-ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სეირნობისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მისი ლიმუზინი აჩვენა, რომელიც ცნობილია როგორც "მხეცი", რომლითაც ის მოძრაობს.
"მან ავტომობილის კარი გააღო და კიმი ჩაჯდა," - წერს სააგენტო.
შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა პირველი სამიტი 12 ივნისს სენტოსის კუნძულზე გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ერთობლივ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

2 საათის წინ

რუსული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღებაა.ბინაში კიდევ ერთი ქართველი იმყოფებოდა, რომელმაც მისი გარდაცვალებისთანავე დატოვა ბინა. თავად კვირკველია კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212