დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სინგაპურში, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. კიმ ჩენ ინმა და დონალდ ტრამპმა ერთმანეთს მოლაპარაკებების გამართვისთვის მადლობა გადაუხადეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

"ჩვენ ისტორიული შეხვედრა გვქონდა. გადავწყვიტეთ, რომ წარსული უკან დავტოვოთ. ვაპირებთ, რომ ხელი მოვაწეროთ ისტორიულ დოკუმენტს ", - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ხელმოწერის ცერემონიაზე.

დოკუმენტის ზუსტი შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც CNN-ი ამერიკის დელეგაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, დოკუმენტში საუბარია კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების მიღწევასა და მხარეებს შორის დიალოგზე.
დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში მორიგ შეხვედრაზე მიიწვია.
„ეჭვგარეშეა, მე ამას გავაკეთებ“,-განაცხადა მან. 

სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

სილვიო ბერლუსკონი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

28 წუთის წინ

"ვფიქრობ, რომ ევროპულ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. ყველა ამას მეკითხება. სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, თუ იტალიის გადარჩენა გვსურს ", - განაცხადა ბერლუსკონიმ. მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში, იტალიის წინაზე ისეთი დიდი საფრთხე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172