ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესახებ: სამიტმა ფანტასტიკურად ჩაიარა

ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესახებ: სამიტმა ფანტასტიკურად ჩაიარა

დღეს ისტორიული დღეა, ვინაიდან სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ლიდერების პირისპირ შეხვედრისას, რომელსაც მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ, ხელი მოეწერა ერთობლივ შეთანხმებას. ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სამიტმა ფანტასტიკურად ჩაიარა, იმაზე უკეთ, ვიდრე ელოდა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს. შემდეგ დონალდ ტრამპმა რეპორტიორების რამდენიმე შეკითხვას გასცა პასუხი და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დაწყების ფარგლებში უკვე დიდ პროგრესს მიაღწიეს. ტრამპის თქმით, უახლოეს მომავალში ორი ლიდერი ერთობლივ დოკუმენტს მოაწერს ხელს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

კიმ ჩენ ინმა კი თავის მხრივ მოლაპარაკებების პირველ ეტაპს შესანიშნავი პრელუდია უწოდა, რასაც ტრამპიც დაეთანხმა.

"რა თქმა უნდა, ამ გზაზე სირთულეებიც იქნება, თუმცა დღევანდელ დღეს, როდესაც ასეთი კარგი სტარტი იქნა აღებული, მზად ვარ დიადი დასაწყისისთვის", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა სინგაპურში, სენტოსის კუნძულზე მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება

15 წუთის წინ

"ახლა ჩვენ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის უნდა ვიმუშაოთ," - განაცხადა ტრამპმა. მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს, "სავაჭრო ურთიერთობების გამო $ 500 მილიარდი დაკარგა", დაფიქრდით, $ 500 მილიარდი," - განაცხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207