ორლანდოში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ოთხივე ბავშვი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ორლანდოში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ოთხივე ბავშვი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ოთხი ბავშვი, რომელიც ამერიკის ქალაქ ორლანდოში მამაკაცმა მძევლად აიყვანა, პოლიციამ მკვდარი იპოვნა.

მათ აგრეთვე აღმოაჩინეს მამაკაცი, თავდამსხმელი, რომელსაც ბავშვები მძევლად მთელი დღის განმავლობაში ჰყავდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. პოლიციელი კი, რომელიც ინციდენტის დროს დაიჭრა, საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი 35 წლის მამაკაცი იყო. იგი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მძევლები მან ორლანდოში, 11 ივნისს აიყვანა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია პოლიციამ დამნაშავის ქალმა შეატყობინა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, მამაკაცმა მათ ცეცხლი გაუხსნა. მძევლად კი მას 12, 10, 7 და 1 წლის ბავშვებიჰყავდა აყვანილი.

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

34 წუთის წინ

აღსანიშნავია, რომ "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის" სახელმწიფოსთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 30 სექტემბერს გაიმართება. "რაც შემეხება მე, მე უკვე მივეცი ხმა 27 წლის წინ - 1991 წლის 8 სექტემბერს (ქვეყნის...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172