ხულოში სოფელ ჩაოში გზის მოასფალტება დასრულდა

ხულოში სოფელ ჩაოში გზის მოასფალტება დასრულდა

ხულოში სოფელ ჩაოში მისასვლელ გზა ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. ღონისძიების ფარგლებში სრული რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს. ამავდროულად მოეწყობა გაბიონები, სანიაღვრე არხები აღნიშნული სამუშაოებისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტიდან სახელშეკრულებლო ღირებულებით 631 999 ლარი გამოიყო.

აღნიშნულ სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

"ჩაოს გზასთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ 4 კილომეტრამდე მონაკვეთი აწერია საგზაო დეპარტამენტს ნუსხაში, რომლის უმეტესი ნაწილი, 2 600 მეტრამდე, შარშან ბეტონის საფარით მოპირკეთდა და პრაქტიკულად მყარი საფარის ქვეშ არის მოქცეული, დარჩენილი იყო გადასასვლელი ხიდი და 1200 მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც დღეს პრაქტიკულად დასრულდა.

ამავდროულად მოეწყობა გაბიონები, სანიაღვრე არხები, მილები. რამდენიმე დღეში მოხდება ჰორიზონტალური მონიშვნა, რაც გულისხმობს დახაზვას და ყველა იმ უსაფრთხოების პარამეტრის გათვალისწინებით მოეწყობა სტანდარტების შესაბამისი გზა, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 631 999 ლარს შეადგენს", - განაცხადა "აიპრესთან" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა.

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა კინტრიშის ხეობაში აღინიშნა

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა კინტრიშის ხეობაში აღინიშნა

1 საათის წინ

სოფელ ცხემვანში კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, შემეცნებითი და სპორტული ტურები, დეკორატიულად მოწყობილი მოსასვენებელი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207