"ჩემი პროფესია შენი გადარჩენაა" - დღეს მეხანძრე-მაშველის დღეა

"ჩემი პროფესია შენი გადარჩენაა" - დღეს მეხანძრე-მაშველის დღეა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძრვანელი გიორგი მღებრიშვილი, სოციალური ქსელით მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს და წერს. 

"დღეს მეხანძრე-მაშველის დღეა. ვულოცავ ჩვენს მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს. მათი მამაცობა ყოველდღიურობად იქცა.

ბოლო წლებში, არაერთხელ ვიხილეთ როგორი თავდადებით ებრძვიან ცეცხლსა და სტიქიას.

როდესაც ვამბობთ, რომ მეხანძრე-მაშველი გმირია, ამ ფრაზის მიღმა კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ისტორიებია. ასეთია 13 ივნისის გმირი, მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა, თვითონ კი სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო ადიდებული წყლიდან გამოსვლა.

ჩემი პროფესია შენი გადარჩენაა - ეს ფრაზა დღეს ამ გმირებს აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე.

მეხანძრე-მაშველის პროფესია დღეს ერთმანეთზე ზრუნვის, გვერდში დგომის, მუდმივი მზადყოფნისა და მამაცობის სიმბოლოა.

მე ვამაყობ ჩვენი გმირებით, ისინი ჩვენი ქვეყნის სამაგალითო მოქალაქეები არიან.

მე დღეს ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ ადამიანების სამსახურში", - წერს გიორგი მღებრიშვილის facebook-ში. 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

4 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212