დაიტბორა მეტროსადგურ "ახმეტელის" შესასვლელი

დაიტბორა მეტროსადგურ "ახმეტელის" შესასვლელი

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება.

"ძლიერი წვიმის გამო სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ "ახმეტელის" შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.

წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

1 საათის წინ

გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.მუნიციპალური ავტობუსები და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207