მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველებს ჩარჩენილი მანქანები ქუჩებიდან გამოჰყავთ

მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველებს ჩარჩენილი მანქანები ქუჩებიდან გამოჰყავთ

 ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

"ძლიერი წვიმის გამო სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ "ახმეტელის" შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.

წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.

ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქ,უჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ძლიერი სეტყვა ქუთაისში-რამდენიმე წუთი მოძრაობა პარალიზებული იყო

ძლიერი სეტყვა ქუთაისში-რამდენიმე წუთი მოძრაობა პარალიზებული იყო

1 საათის წინ

ამ დროისათვის სეტყვა შეწყდა თუმცა ქალაქში ისევ ძლიერად წვიმს.  "აიპრესი" არკვევს დატბორილია თუ არა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები.

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167