აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობის მიმართულება შეიცვალა (ვიდეო)

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობის მიმართულება შეიცვალა (ვიდეო)

ამის შესახებ ინფორმაციას და  ვიდეო რგოლს შსს ავრცელებს.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის გამო, N 1 საჯარო სკოლიდან 9 აპრილის ქუჩის და რუსთაველის გამზრის კვეთამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დაკეტილია, შესაბამისად ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით:
შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ჭიჭინაძის ქუჩით (N 1 საჯარო სკოლასთან), ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გავლით და 9 აპრილის ქუჩით დაბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე.
ასევე, რუსთაველის გამზირიდან (N 1 საჯარო სკოლასთან) მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ჩავლენ ჯორჯაძის ქუჩაზე, საიდანაც თაბუკაშვილის ქუჩის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას.
ხოლო, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები რუსთაველის გამზრიდან (კინოთტრ „რუსთაველთან“) ჩავლენ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე და მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ. საიდანაც ჭანტურიას ქუჩის გავლით ავტომანქანების ნაკადი მოხვდება რუსთაველის გამზირზე და გააგრძელებს მოძრაობას პირველი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების) მოედნის მიმართულებით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

14 საათის წინ

შეგახსნებთ, 2018 წლის 19 სექტემბერს "რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი, "სიგარეტის ბაზრის გახლეჩვა" - "კურიერმა" ხელისუფლების რეკეტის დოკუმენტური დადასტურება, ე.წ. წესდება მოიპოვა", სადაც საუბარია იმაზე, რომ "კურიერმა" მოიპოვა წესდება, რომლის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273