ჩერგოლეიშვილი: ხალხთან ნუ ჩხუბობთ პოლიტიკოსები, ნდობა გაქვთ მოსაპოვებელი!

ჩერგოლეიშვილი: ხალხთან ნუ ჩხუბობთ პოლიტიკოსები, ნდობა გაქვთ მოსაპოვებელი!

"სარალიძე სამართალს იპოვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ პროკურატურა გამოეცლება ივანიშვილს ხელიდან", - ამის შესახებ "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"პროკურატურა ივანიშვილისთვის იგივეა, რაც წმინდა გრაალი - მისი გამოცლა იქნება რთული. 
იმისთვის რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების შერჩეულ კანდიდატს დათანხმდეს, საჭიროა წნეხი ქუჩაში.

იმისთვის რომ ქუჩაში იყოს წნეხი, საჭიროა მაკონსოლიდირებელი გზავნილი. მაკონსოლიდირებელი გზავნილი არაა "მთავრობის დამხობა", ბევრი მიზეზია ამისთვის - პირველ რიგში ის, რომ ალტერნატივას ვერ ხედავენ და სტატუს კვო ურჩევნიათ.

ყველა ასეთი მოთხოვნა, პროტესტს ამცირებს და მარგინალურს ხდის. ამაზე ვინც ჩხუბობს და მთელ ერს ამუნათებს, ჩემს თვალში არის სასოწარკვეთილი სულელი.

იმისთვის, რომ ხალხი პოლიტიკურ პარტიებს ენდოს, სულ მცირე ის მაინცაა საჭირო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხი დაარწმუნონ, რომ სარალიძის გასაჭირი ანაღვლებთ და არა ძალაუფლების დათრევა.

ამას ვიძახი იმთავიდან და ამას ვამბობ ახლაც. ხალხთან ნუ ჩხუბობთ პოლიტიკოსები, რომ ხალხს არ მოსწონხართ. ნდობა გაქვთ მოსაპოვებელი!

ნდობა რომ მოიპოვოთ, შედეგი უნდა დადოთ - ამ შემთხვევაში შედეგი იქნება სარალიძის შვილის მკვლელების და მათზე ხელის დამფარებლების დასჯა!", -  წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172