სამნიძე: დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს ტვინი, მისი ქმედებები უკანონოც იყო

სამნიძე: დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს ტვინი, მისი ქმედებები უკანონოც იყო

ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" "ნაცმოძრაობის" აქციაზე და იქ მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით განაცხადა.

"რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მედალის მეორე მხარეს არის ხელისუფლება. ამაზე კარგი შეფასება გააკეთა ირაკლი კორძაიამ და გავიმეორებ, "ქოცო" "ნაცით" ხარ ძლიერი და პირიქითაც. მაგრამ, მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა დიდხანს ვერ იმუშავებს, გაიცვითება და გაიცვითა კიდეც. მაგრამ, დღეს ხელისუფლებების ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს ორი ახსნა. 

დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს ტვინი. იმიტომ, რომ მისი ქმედებები არა მხოლოდ გაუაზრებელი, არამედ უკანონოც იყო. კარვების გადატანა საფეხავლო ადგილას კანონიერი იყო, მაგრამ მერე მისი აღება უკანონო იყო. მელიას დაკავება იყო უკანონო და მერე შსს-ს განცხადება, რომ თურმე კარავში ძებნილი ადამიანები იმყოფებოდნენ, ამ ძებნილმა ადამიანებმა ყველაზე საჯარო ადგილას გადაწყვიტეს მისვლა. ასევე ხაბეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომელიც თურმე ტექნიკური შეცდომა იყო. 

ამას შეიძლება ორი ახსნა ჰქონდეს, სარალიძემ მოითხოვა გახარიას გადადგომა და ალბათ გახარია ფიქრობს: "შევხვდი, თავდახრილი უსმენდი, მივიღე გადაწყვეტილება და სუბელიანი დავაკავე და მაინც ვიღებ ამას". ეს შეიძლება ერთი ახსნა იყოს და არაპროფესიონალიზმია თუ ეს იყო მიზეზი და მეორე უფრო უარესი. ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის, რა პრობლემაც სინამდვილეშია. ეს არის გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

5 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212