სამნიძე: "ნაცმოძრაობა" დავალებებს არაფორმალური ლიდერისგან იღებს და გულწრფელ მუხტს ფლანგავს

სამნიძე: "ნაცმოძრაობა" დავალებებს არაფორმალური ლიდერისგან იღებს და გულწრფელ მუხტს ფლანგავს

ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა" განაცხადა.

"გუშინდელ და დღევანნდელ დღეს და მიმდინარე მოვლენებს ორი ავტორი ჰყავს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება". "ნაცმოძრაობის" შეცდომებსა და გადაწყვეტილებებზე ბევრს არ ვისაუბრებ, ამ პარტიაშიც არიან ადამიანები და იმედი მაქვს გაანალიზბენ საკუთარ შეცდომებსა და გადაწყვეტილებებს. მით უმეტეს მას შემდეგ, რა შედეგიც მათ გუშინ დაინახეს, აქციის მონაწილეებს ვგულისხმობ. რასაც ვპროგნოზირებდით, იმ სამართლიანი პროტესტის განწყობები ასე არ უნდა გამოეყენებინათ "ნაცმოძრაობასა" და მის გვერდზე მდგომ პარტიებს, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთის გვერდში იყვნენ და გადაეზარდათ საკუთარი დღის წესრიგის სცენარებში. ამაზე ვთქვით, რომ "ნაცმოძრაობა" დავალებებს იღებს საკუთარი არაფორმალური ლიდერისგან და გულწრფელ მუხტს ფლანგავს. ეს პასუხისმგებლობა "ნაცმოძრაობაზეა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

5 წუთის წინ

საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273