ირაკლი ნადირაძე: ტელევიზიით გავიგე, რომ პოლიციისთვის შეურაცხყოფა მიმიყენებია, რაც სიცრუეა

ირაკლი ნადირაძე: ტელევიზიით გავიგე, რომ პოლიციისთვის შეურაცხყოფა მიმიყენებია, რაც სიცრუეა

თბილისის საკრებულოს ოპიზიციონერი წევრი ირაკლი ნადირაძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ირაკლი ნადირაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა და მან მედიასთან დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

“ამ აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში ვესწრები, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც 4 შვილის მამა და სოლიდარობას ვუცხადებ შვილმოკლულ მამებს.
დღეს , როდესაც ვნახე პოლიციელების შეტევა აქციის მონაწილეებზე, და ვნახე როგორ ახრჩობდნენ პარლამენტის დეპუტატს პირდაპირი მნიშვნელობით, მოვუწოდე პოლიციელებს, ნუ დაახრჩობდნენ ამ ადამიანს, მეტის თქმაც ვერ მოვასწარი, უკნიდან ვიღაც მომეპარა, წამიჭირა ხელი და პატრულის 4-5 თანამშრომელთან ერთად გადამიყვანეს საპატრულო პოლიციის მანქანაში.
მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, განემარტათ რისთვის მაკავებდნენ,  პატრულის არცერთ თანამშრომელს განმარტება არ გაუკეთებია. მას შემდეგ რაც ჩამსვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ალექსანდროვის ბაღთან ვყავდი გაჩერებული და სატელეფონო დირექტივებს ელოდებოდნენ, რა გაეკეთებინათ.
40 წუთის შემდეგ მიიღეს დირექტივა, რომ წავეყვანე საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. შემდეგ მოვიდა რიგითი პოლიციელების ზემდგომი, და თქვეს, რომ ხელწერილით მათავისუფლებდნენ და დღეს უნდა გამოვცხადებულიყავი ჩუღურეთის რაიონის პოლიციაში, და ასევე ხვალ მექნებოდა სასამართლო.
ტელევიზიით გავიგე, რომ შეურაცხყოფა მიმიყენებია პოლიციის თანამშრომელისთვის, რაც სიცრუეა. ამასთან დაკავშირებით იქით ვუჩივლებ იმ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა. თუ დამიდებენ ფაქტს, რომ პოლიციელების მიმართ ერთი სიტყვა მაინც მაქვს ცუდად ნათქვამი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, თუ არა და ამ ადამიანებმა, ვინც ეს დამაბრალეს, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი“,-აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

11 საათის წინ

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207