აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიტანელ ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიტანელ ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილესთან თეონა ბერიძესთან ერთად ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელს და ბრიტანელ ექსპერტს შეხვდა. 

სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე ტრენინგის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 5-8 ივნისს ბათუმში, აჭარის საფესტივალო სფეროს წარმომადგენლებისთვის იმართება. სამუშაო შეხვედრაზე ასევე, ბრიტანეთის საბჭოსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საფესტივალო სფეროს წარმომადგენელბისათვის ტრენინგები სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ტრენინგებს ატარებს ბრიტანელი ექსპერტი ოუენ მაქნირი, თემაზე "ფონდების მოძიება ფესტივალებისთვის". ვორქშოფის მონაწილეებს საშუალება მიეცემა გაეცნონ ფონდების მოძიების თანამედროვე საშუალებებსა და საუკეთესო გზებს, რომლებიც ხშირად სწორედ თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

52 წუთის წინ

ამ ეტაპზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის- ცენტრმა სამუშაოები რამდენიმე პრობლემურ ქუჩაზე დაასრულა.  სოხუმის, თბილისის, გაპონოვის...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452